2020 წლის 6 აპრილს პროექტში ისრაელიდან ჩართული პარტნიორების პირველი ეროვნული ვირტუალური შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო ისრაელის გუნდის იმ აქტივობების განხილვა, რომლებიც მათ პროექტის დასაწყისი დაევალათ. შეხვედრაზე განხილული იქნა, აგრეთვე,  ერაზმუს პლუსის ეროვნული ოფისის  მიერ 2020 წლის 3 მაისისთვის დაგეგმილი მონიტორინგის მზადების პროცესი. შეხვედრის ფარგლებში მოხდა მონაწილეთა მომზადება შესრულებული სამუშაოს ცხრილისა (time sheet) და ერთობლივი დეკლარაციების (joint declaration) ფორმების შევსებასა და წარდგენაში. ასევე, მოხდა მოსამზადებელი სამუშაო პაკეტის ამოცანებისა და პასუხისმგებლობების ისრაელის სამ პარტნიორ ინსტიტუტიციას შორის გადანაწილება.

Photo by: Love:dist@nce – all rights reserved

Articles/Downloads