პროექტი LOVEDIST@NCE კონსორციუმში აერთიანებს ორ სხვადასხვა რეგიონს და ევროკავშირის პარტნიორებს. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან საქართველო წარმოდგენილია სამი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებით, იგივე რაოდენობის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებია ისრაელიდან. პროგრამის ქვეყნებიდან მონაწილეობენ პარტნიორები ესპანეთიდან, რუმინეთიდან და პორტუგალიიდან. უფრო დეტალური ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ.

პორტოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი – ჩვენი ისტორია სასიამოვნო თანხვედრაა ტრადიციასა და თანამედროვეობას შორის, მაგრამ პორტოს პოლიტექნიკის ფესვები შორეული წარსულიდან იღებს სათავეს.

www.ipp.pt

ლევინსკის განათლების კოლეჯი – არის ისრაელის პირველი აკადემიური ინსტიტუტიცია მასწავლებელთა გადამზადებისთვის, რომელმაც ყველა საგნის სწავლება ებრაულ ენაზე დაიწყო. კოლეჯი ინარჩუნებს მაღალ სტანდარტებს და არის ინოვაციების ლიდერი. ლევინსკის კოლეჯი თანამშრომლობს განათლების სამინისტროსთან და გვთავაზობს მრავალფეროვან ღონისძიებებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისთვის.

HTTPS://EN.LEVINSKY.AC.IL

 ვიგოს უნივერსიტეტი – არის ახალგაზრდა და დინამიური დაწესებულება, რომელიც გთავაზობთ სასწავლო პროგრამების ფართო სპექტრს სამ სპეციალიზირებულ და ინოვაციურ კამპუსში.

WWW.UVIGO.GAL

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომლის მისიაა მოამზადოს მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი სპეციალისტი, ეროვნული და უნივერსალური ღირებულებების მქონე თავისუფალი პიროვნება, გახდეს ძლიერი სასწავლო-კვლევითი ცენტრი და მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს ეროვნულ და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრეცში

WWW.BSU.EDU.GE

ონოს აკადემიური კოლეჯი – არის კერძო კოლეჯი, რომელიც მდებარეობს კირიატ ონოში, ისრაელში. 14 ათასზე მეტი სტუდენტით კოლეჯი ისრაელის ყველაზე სწრაფად მზარდი უმაღლესი სასწავლებლების რიცხვშია.

WWW.ONO.AC.IL

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – დაარსდა 2006 წელს და ამჟამად ის ერთ-ერთი წამყვანი სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში.  ის   არის მრავალფუნქციური საგანმანათლებლო და კვლევითი ინსტიტუტიცია, რომელიც სტუდენტების, პროფესორების, მასწავლებლებისა და მკვლევრების ერთობლივი ძალისხმევით გვთავაზობს საერთო სივრცეს აკადემიური და პროფესიული განათლებისა და კვლევისთვის.

HTTPS://ILIAUNI.EDU.GE

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის – მისიაა ქვეყნის შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი, მაღალკვალიფიციური, ზნეობრივად სრულყოფილი, დემოკრატიისა და ჰუმანიზმის იდეალების ერთგული სპეციალისტების მომზადება სხვადასხვა მიმართულებით; რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით, ცოდნის შექმნა, დაგროვება და გაზიარება აგრარული მეცნიერებების მიმართულებით, ტურიზმის პერსპექტივის გაღრმავება რეგიონული განვითარებისა და განათლების სფეროს გაუმჯობესების მიზნით.

HTTP://TESAU.EDU.GE

კლუჟნაპოკას ტექნიკური უნივერსიტეტი – არის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს რუმინეთში, კლუჟ-ნაპოკაში. იგი დაარსდა 1948 წელს, ძველი ინდუსტრიული კოლეჯის ბაზაზე. კლუჟ-ნაპოკას ტექნიკური უნივერსიტეტი განათლების სამინისტროს მიერ აღიარებულია, როგორც მოწინავე კვლევითი და საგანმანათლებლო უნივერსიტეტი.

WWW.UTCLUJ.RO

IUCC – არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც დაარსებულია ისრაელის კვლევითი უნივერსიტეტების მიერ. IUCC უზრუნველყოფს საკომუნიკაციო და ქსელური ინფრასტრუქტურის მიმართულებით მომსახურებას, ციფრულ ინფორმაციას, სასწავლო ტექნოლოგიებს, ინფორმაციულ სისტემებსა და პროგრამებს. ეს ქმნის მასშტაბურ ეკონომიას, რომელიც გარდაიქმნება ფინანსურ დანაზოგად, ეფექტურობად და ორიენტირებულია ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაზე, ბიუროკრატიული პროცესების გამარტივებაზე, ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესების გამარტივებაზე, კარგი პრაქტიკის დანერგვაზე და ა.შ.

WWW.IUCC.AC.IL

FUNIBER – არის ინსტიტუციაა, რომელიც მხარს უჭერს სოციალურ განვითარებას ხელშეკრულებებისა და პროექტების საშუალებით და მუშაობს შემდეგი მიმართულებით: აკადემიური, სამეცნიერო და კვლევითი განვითარება და ეკონომიკური ზრდა. ზემოთ აღნიშნული აქტივობები ხორციელდება  უნივერსიტეტებთან და პროფესიულ ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობით.  მისი საერთო მისიაა სტუდენტებისთვის გლობალური განათლების მიცემა და ამავე დროს, ინდივიდუალური იდენტობის პატივისცემა.

HTTPS://ILIAUNI.EDU.GE