პროექტის ’’LOVEDIST@NCE“ ფარგლებში შეთავაზებული ტრენინგები ფაკულტეტის წევრებს, პროფესიონალებს და ადმინისტრაციულ პერსონალს ხელს შეუწყობს შექმნას, განახორციელოს, დანერგოს და შეაფასოს ონლაინ/შერეული და დისტანციური სწავლების კურსები. პროექტი ხელს შეუწყობს ისრაელსა და საქართველოში ონლაინ და შერეულ სწავლებაზე დაფუძნებული კურიკულუმის განვითარებას, რაც პასუხობს პარტნიორი ქვეყნების უმაღლესი განათლების სისტემის მოდერნიზაციისა და ხელმისაწვდომობის მოთხოვნებს საგანმანათლებლო სისტემაში მოწყვლადი სტუდენტების ინტეგრაციისთვის.
შესაბამის ენებზე სასწავლო მასალისა და ინსტრუმენტების შემუშავება ხელს შეუწყობს პროექტის მდგრადობას, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას ხელმისაწვდომობის და ჩართულობის ამაღლების მიზნით. სემინარები, სამუშაო შეხვედრები, ნაშრომები და ინტერვიუები გაზრდის საზოგადოების ინფორმირებულობას ხელმისაწვდომობის, სამართლიანობის, მრავალფეროვნებისა და სოციალური ჩართულობის შესახებ.

პროექტის მიზნები

პროექტის მიზანია ისრაელსა და საქართველოში უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა მოწყვლადი ჯგუფების (რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების, ლტოლვილების, დასაქმებული სტუდენტების და პერიფერიულ ადგილებში/შორეულ/სოფლად მცხოვრები) მოქმედი და პოტენციური  სტუდენტებისათვის.

so1

პროექტის კონკრეტული მიზანია ისრაელსა და საქართველოში პერსონალის უნარების განვითარება, რაც  უმაღლესი განათლების სისტემებს საშუალებას მისცემს დაინერგოს  ეფექტური დისტანციური სწავლების პროგრამები. ეს შესაძლებლობები  მოიცავს როგორც  ინსტიტუციურ, პერსონალისა და სტუდენტების მზაობას, ასევე ცოდნის ხარვეზების აღმოფხვრას;

so2

პროექტის კონკრეტული მიზანია  შემუშავდეს  სასწავლო გეგმა ისრაელსა და საქართველოში დისტანციური სწავლების საფუძველზე, რომელიც პასუხობს პარტნიორი ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის სამართლიანობისა და ხელმისაწვდომობის მოთხოვნებს, რათა გაუმჯობესდეს სოციალურად დაუცველი სტუდენტების საგანმანათლებლო ინტეგრაცია მათ საგანმანათლებლო სისტემაში (განსაზღვრული სამიზნე ჯგუფები).

so3

პროექტის კონკრეტული მიზანია ხელი შეუწყოს სწავლა/სწავლების  მასალების ელექტრონულ ფორმატში ხელმისაწვდომობას განსაზღვრული სამიზნე ჯგუფების სტუდენტებისათვის;

so4

პროექტის კონკრეტული მიზანია გადაამზადოს ფაკულტეტის წევრები, პროფესიონალები და ადმინისტრაციული პერსონალი ელექტრონული/შერეული და დისტანციური სწავლების კურსების შემუშავების,  დანერგვის, განხორციელებისა და ხარისხის შეფასების საკითხებზე;

so5

პროექტის კონკრეტული მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება უმაღლესი განათლების  ხელმისაწვდომობის,  სამართლიანობისა და დემოკრატიზაციის შესახებ და სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა;

so6

პროექტის კონკრეტული მიზანია დისტანციური სწავლების პროგრამების ხელმისაწვდომობის, მონაწილეობისა და წარმატებით განხორციელების მიზნით საუკეთესო პრაქტიკის გადაცემის ხელშეწყობა.

Project Card

Learning Optimization and Academic inclusion Via Equitative Distance Teaching and Learning

5 Participating countries:

VISIT project card at ec.europa.eu OR:

VIEW PROJECT MAP

DOWNLOAD AS PDF