2022 წლის 13-17 მარტს გაიმართა Erasmus + ინსტიტუციური განვითარების პროექტის „სწავლების ოპტიმიზაცია და აკადემიური ინკლუზია დისტანციური სწავლისა და სწავლების გამოყენებით“ (LoveDistance) კონსორციუმის შეხვედრა.

შეხვედრა გაიმართა პირისპირ რეჟიმში და მას ერთდოულად მასპინძლობდა სამივე პარტნიორი ორგანიზაცია ისრაელიდან. შეხვედრების პირველი ნაწილი მიმდინაროებდა ონოს აკადემიურ კოლეჯში, მეორე ნაწილი კი ლევინსიკის განათლების კოლეჯში, დასასრულს კონსორციუმის წევრები ასევე, ეწვივნენ თელავივის უნივერსიტეტს.

აღნიშნული შეხვედრის მიზანი იყო პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაობის შეჯამება, როგორც შინაარსობრივ, ასევე მენეჯმენტის ნაწილში. პირველი დღეები დაეთმო საპილოტე კურსების დეტალურ განხილვას, ამ ეტაპისთვის არსებულ შედეგებს და სამომავლო გეგმებს. მონაწილეებმა იმსჯელეს დისტანციური კურსების ხარისხის შეფასების ფორმებსა და მოდელებზე. სამომავლოდ დაგეგმილია ერთიანი ინსტრუმენტის შემუშავება, რომელიც ყველა პარტნიორისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ამავე ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ჰიბრიდული კონფერენცია ონლაინ სწავლებასთან მიმართებაში,სადაც მოხსენებით წარდგნენ რომგორც მასწპინძელი ასევე, სტუმრად ჩასული მონაწილეები. ვიზიტის ბოლო დღე დაეთმო პროექტის მენეჯემნტის საკითხების განხილვას და სამომავლო გეგმებზე შეთანხმებას.

მოკლედ პროექტის შესახებ

LOVE DISTANCE პროექტის მიზანია გააძლიეროს დისტანციური სწავლებისთვის საჭირო პროცედურები და მექანიზმები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამებში სტუდენტების მონაწილეობის გასააქტიურებლად.

პროექტის სპეციფიკური მიზნებია: ევროპული გამოცდილების გაზიარება დისტანციური სწავლების პრაქტიკასთან მიმართებით; პარტნიორი უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურული მომზადების ხელშეწყობა, რომელიც საჭიროა სწავლების დისტანციურად წარმართვისთვის; ცნობადობის გაზრდა დისტანციურ სწავლებასა და მის სიკეთეზე პროექტის სამიზნე ჯგუფებში (სტუდენტები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებიდან, ასევე რეგიონებში მცხოვრები და სრულ ან ნახევარ განაკვეთზე დასაქმებული სტუდენტები).

პროექტის კოორდინატორი: პორტოს ტექნოლოგიური ინსტიტუტი

2022 წელი

Photo by: Love:dist@nce – all rights reserved

Articles/Downloads

SOCIAL MEDIA