13 ოქტომბერს, 17:00 საათზე, Erasmus+ დღეების ფარგლებში (#ErasmusDays2022) გაიმართება შეხვედრა თემაზე: „ახალი რეალობა – პირისპირ სწავლება დისტანციური სწავლების ელემენტებით“.

შეხვედრაზე დეტალურად განვიხილავთ პირისპირ სწავლების პროცესში დისტანციური სწავლების ელემენტების ინტეგრირებას და მის უპირატესობას. ვისაუბრებთ როგორც პედაგოგიურ, ასევე ტექნოლოგიურ ასპექტებზე და ყურადღებას გავამახვილებთ უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის საკითხებზე.

შეხვედრას გაუძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე გიგა ხოსიტაშვილი.
სემინარი საინტერესო იქნება უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და მასწავლებლებისთვის.

დასწრების მსურველებმა გთხოვთ, გაიარეთ რეგისტრაცია მოცემულ ბმულზე: https://bit.ly/3UnkfIs

შეხვედრა გაიმართება ონლაინ. რეგისტრაციის შემდეგ შეხვედრის ბმულს მიიღებთ ელექტრონულ ფოსტაზე.

შეხვედრა ეწყობა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინსტიტუციური განვითარების პროექტის „სწავლების ოპტიმიზაცია და აკადემიური ინკლუზია დისტანციური სწავლისა და სწავლების გამოყენებით“ (LoveDistance) ფარგლებში. რეკომენდაციები შემუშავებულია პროექტის ევროპელ პარტნიორთა მიერ.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ვებგვერდი https://lovedistance.eu/

2022 წელი

Photo by: Love:dist@nce – all rights reserved

Articles/Downloads

SOCIAL MEDIA