იბერო-ამერიკული უნივერსიტეტების ფონდმა (FUNIBER) 2020 წლის ნოემბერში ტრენერთა ტრენინგი დაიწყო. ტრენინგი ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება:

ტრენერთა 4-დღიანი სინქრონული ტრენინგი ბარსელონაში – 2020 წლის 24, 25, 26 და 30 ნოემბერი;

10-კვირიანი ასინქრონული ონლაინ ტრენინგი – 2020 წლის 20 დეკემბრიდან 2021 წლის 13 თებერვლამდე.

ტრენინგი ჩატარდა ვირტუალურ კამპუსში, რომელიც შექმნილია FUNIBER ICT ჯგუფის მიერ. სხვადასხვა ვებინარის საშუალებით ტრენერებმა წარმოადგინეს ვირტუალურ სასწავლო გარემოში დიდაქტიკური პროგრამების შემუშავების ინსტრუმენტები, ასევე ელექტრონული სწავლების სხვადასხვა მეთოდოლოგია და ტექნიკა. მათ აღწერეს ვირტუალური კამპუსის დიზაინის სხვადასხვა რესურსი და ინსტრუმენტები, მათი დიზაინის, მენეჯმენტისა და ფუნქციონირების მახასიათებლები; ტრენინგზე განხილული იქნა, ასევე, სხვადასხვა ინოვაციური საგანმანათლებლო მიდგომა, რომელიც დაფუძნებულია ICT-ზე და იმ ციფრულ უნარებზე, რაც გააუმჯობესებს პედაგოგიურ ჩართულობას  ონლაინ სწავლებაში.

ტრენინგში მონაწილეობდა 52  მონაწილე (10 – ადმინისტრაციული პერსონალი და 42 – უნივერსიტეტის მასწავლებელი). მონაწილეები წარმოადგენდნენ შემდეგ ინსტიტუციებს:  საქართველოდან 3 (ISU, BSU, TESAU), ისრაელიდან 3 (LEVINSKY, ONO, MEITAL), ესპანეთიდან 2 (UVIGO, FUNIBER), პორტუგალიიდან (კოორდინატორები) და რუმინეთიდან (TUCN) თითო უნივერსიტეტს. პანდემიის გამო, ყველა სესია ჩატარდა ვირტუალურად, როგორც სრულად ონლაინ კურსი.

ტრენინგის მეორე ნაწილი ამჟამად ტარდება ასინქრონულად, იგივე ვირტუალურ კამპუსში, რომელიც შეიქმნა FUNIBER ICT ჯგუფის მიერ და კოორდინაციას უწევს განათლების სფეროს.