ეს ანგარიშები სხვადასხვა პერსპექტივიდან კრიტიკულად განიხილავს თანასწორობას, სამართლიანობას და დემოკრატიზაციას განათლების სფეროში პარტნიორ ქვეყნებში. გლობალურად, სულ უფრო და უფრო იზრდება არგუმენტები როგორც განათლების დემოკრატიზაციის დასაცავად, ასევე განათლების გამოყენებისა დემოკრატიული საზოგადოების მხარდასაჭერად. ამტკიცებენ, რომ უმაღლესი განათლების თანასწორობა და დემოკრატიზაცია უკეთესად მოამზადებს აქტიურ მოქალაქეებს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოებისთვის და ეს დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნდამენტად ჩაითვლება. გარდა ამისა, განათლების თანასწორობის, ხელმისაწვდომობისა და დემოკრატიის სფეროებში ბოლოდროინდელი კვლევების საფუძველზე, ამ ანგარიშებში წარმოდგენილია კავშირი საინფორმაციო ტექნოლოგიებს, დემოკრატიასა და განათლების მიღწევებს შორის, განსაკუთრებით რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობებში. ანგარიშები ყურადღებას ამახვილებს, ასევე, იმ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, რომლებიც წარმოდგენილია ლექტორებსა და სტუდენტებს შორის ICT –ის გამოყენებასთან დაკავშირებით.

პროექტის მოსამზადებელი სამუშაო პაკეტის ფარგლებში მომზადდა შემდეგი ანგარიში:

● თანასწორობის, ხელმისაწვდომობისა და დემოკრატიზაციის საკითხები უმაღლეს განათლებაში
● სტუდენტებისა და ლექტორების აღქმა ხელმისაწვდომობისა და დემოკრატიზაციის შესახებ უმაღლეს განათლებაში

თანდართული ფაილები:

  1. უმაღლესი განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობა და დემოკრატიზაცია საქართველოში
  2. სამიზნე ჯგუფების პოპულაციის საჭიროებათა ანალიზი საქართველოში
  3. როგორ აღიქვამენ სტუდენტები და ლექტორები განათლებაზე ხელმისაწვდომობას და დემოკრატიზაციას საქართველოში
  4. სტუდენტების და ლექტორების აღქმა დისტანციურ სწავლების მიმართ ისრაელში
  5. ხელმისაწვდომობა და დემოკრატიზაცია უმაღლეს განათლებაში პორტუგალიაში
  6. დისტანციური სწავლების პოლიტიკის გამოყენება – შემთხვევის შესწავლა;
  7. უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა და დემოკრატიზაცია ესპანეთში
  8. უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა და დემოკრატიზაცია რუმინეთში