2020 წლის 24-27 თებერვალს, პორტოს პოლიტექნიკურმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა ერაზმუს პლუს CBHE პროექტის „სწავლების ოპტიმიზაცია და აკადემიური ინკლუზია დისტანციური სწავლისა და სწავლების გამოყენებით (LoveDistance)“ შეხვედრას. პროექტი მიზნად ისახავს ინკლუზიური განათლების პოპულარიზაციას ისრაელსა და საქართველოში, პოტენციური და არსებული სტუდენტებისთვის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გზების გაფართოების საშუალებით.

კონსორციუმის პირველი შეხვედრა მიეძღვნა პროექტის ფინანსური და ადმინისტრაციული დავალებებისა და პროექტის შიდა ხარისხის მექანიზმების გაცნობას. შეხვედრის ბოლო დღე დაეთმო პროექტის მიმდინარეობისას განსახორციელებელი გავრცელების სტრატეგიების განხილვას.

შეხვედრას ესწრებოდნენ ევროკავშირის პარტნიორი უნივერსიტეტები – პორტოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, ვიგოს უნივერსიტეტი, იბერო-ამერიკული უნივერსიტეტების ფონდი, კლუჯ-ნაპოკას ტექნიკური უნივერსიტეტი, ასევე პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები საქართველოდან და ისრაელიდან. ყველა პარტნიორმა წარადგინა თავისი უნივერსიტეტი და მოკლედ განიხილა პროექტისა და მისი სამომავლო საქმიანობის გეგმები.

 

Photo by: Love:dist@nce – all rights reserved

Articles/Downloads

SOCIAL MEDIA