2021 წლის 11 და 13 მაისს გაიმართა Პროექტის კონსორციუმის შუალედური შეხვედრა.

Შეხვედრის მთავარი მიზანი იყო უკვე განხორციელებული აქტივობების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა და სამოქმედო გეგმის განსაზღვრა. Შეხვედრის პირველი დღე გაიხსნა პროექტის კოორდინატორის მოხსენებით, რომელმაც წარმოადგინა ანგარიში ყველა დაგეგმილ აქტივობასთან მიმართებაში. იმავე დღეს, პრეზენტაციების წარადგინეს პროექტის პარტნიორმა უნივერსიტეტებმა. Მეორე დღის ნახევარი დაეთმო ფინანსური მენეჯმენტის საკითხებს, პროექტის ფარგლებში დაგეგმილ შესყიდვებს და ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს. ამავე დღეს კონსორციუმის წევრებმა განიხილეს შუალედური ანგარიშის მომზადების საკითხი, შეთანხმდენენ ვადებზე და წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალზე. Შეხვედრის ბოლოს, კოორდინატორის ინიციატივით წარმოდგენილ იქნა აქტივობების განახლებული გრაფიკი, რაც გამოწვეულია მსოფლიოში მიმდინარე პანდემიის ფონზე.

Მომდევნო შეხვედრა გაიმართება ვირტუალურად, 2021 წლის ივლისში.

Photo by: Love:dist@nce – all rights reserved

Articles/Downloads